ვაქცინაციის პროცესს საჯარო მოხელეები აქტიურად უერთდებიან
საყოველთაო იმუნიზაციის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები აქტიურად უერთდებიან.
მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, ოჯახის წევრებთან ერთად, „ევესქის“ რეფერალურ ჰოსპიტალში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
„აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად - აცხადებს ზაზა თამარაშვილი.
ქალაქ ახალციხეში, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ და „კლინიკა იმედში“ მიმდინარეობს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის საშუალება აქვთ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! ნუ გადადებ! აიცერი!