სოფელ წნისში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წნისში დასასვენებელი სკვერის მოწყობა.
პროექტი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებაში გამართულ საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.