ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, ახალციხის ციხის ციტადელის საკონფერენციო დარბაზში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ „ახალციხის ციხესა“ და „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ ფარგლებში USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, ახალციხის ციხის დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დირექტორმა - მარკ მაკორდიმ მოაწერს.
მემორანდუმი ახალციხის ციხის განვითარების ხელშეწყობას, კომერციალიზაციის გეგმის განხორციელებას და ციხის პოპულარიზაციაში კულტურულ-შემეცნებით მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მემორანდუმის მიზნებია: ახალციხის ციხე გახდეს გამორჩეული და აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი საქართველოში; მოხდეს თანამშრომლების პროფესიული გადამზადება; განხორციელდეს ადამიანური რესურსების (HR) სტრატეგიისა და მარკეტინგული გეგმის შემუშავება; ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მართვის საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება; სხვადასხვა ელექტრონული და ციფრული სისტემების მხარდაჭერა ციხის მუშაობის გაუმჯობესებისათვის;
შეხვედრის ფარგლებში ასევე, საუბარი შეეხო ქალაქ ახალციხის განვითარების გეგმებს, მის პოტენციალს ტურისტულ ჭრილში და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებს.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითთმართველობისა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (S-J DMO) წარმომადგენლები.