№1 ბაგის აღსაზრდელებს სათამაშოები და წიგნები გადაეცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის №1 ბაგა მოინახულა.
მან ბაგის აღსაზრდელებს სათამაშოები და წიგნები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ, ყველა ბაღისათვის,სათამაშოები, წიგნები, საბავშვო და საოფისე სკამები შეიძინა. მათი ბაღებში დარიგება ეტაპობრივად ხორციელდება.