11 წელი აგვისტოს ომიდან
11 წელი აგვისტოს ომიდან
11 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს დღეს ქალაქ ახალციხეში. ვეტერანები, მოქალაქეები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ სკვერში არსებულ მემორიალთან შეიკრიბნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი.
სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ. ღონისძიებაზე ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ საგალობლები შეასრულა, სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ კი დაღუპულ გმირებს ლექსი მიუძღვნა.