ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა

17 ოქტომბერი, 2020

დღეს, 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხელი ვეტერანები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა.

ვეტერანთა დღე საქართველოში 2014 წლის 17 ოქტომბრიდან აღინიშნება.

გააზიარე