ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

9 აპრილი

9 აპრილი, 2020

დღეს, ქალაქ ახალციხეში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ მოადგილეებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. დარბევამდე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია და შიმშილობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა

გააზიარე