ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი იგება

5 ივლისი, 2020

აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 409 998 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი, აწყურის ციხესთან და საკათედრო ტაძრათან გამავალი გზის მონაკვეთს მოიცავს, შესაბამისად მას ტურისტული დატვირთვაც ექნება, კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ.

გააზიარე