ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აწყურის სამუსიკო სკოლაში, „ღია აკადემიური“ კონცერტი გაიმართა

14 ივნისი, 2019

 

აწყურის სამუსიკო სკოლაში, „ღია აკადემიური“ კონცერტი გაიმართა.

მოსწავლეებმა სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა გააცნეს. სხვადასხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები და სიმღერები შეასრულეს.

კონცერტის დასასრულს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამხახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარშვილმა მუსიკალური სკოლის მეექვსე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა, წარმატებები უსურვა და წიგნები გადასცა. ასევე, წიგნებით დასაჩუქრდნენ წარჩინებულ მოსწავლეებიც.

 ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, თანამშრომლები, მოსწავლეების მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე