ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ანდრიაწმინდაში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

7 ივლისი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ამ დროისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

გააზიარე