ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

არტაანის დელეგაციის ვიზიტი ახალციხეში

6 დეკემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტს მეზობელი თურქეთის საზღვრისპირა რეგიონის არტაანის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი მხარეებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ლომიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელთან მარინა გაჩეჩილაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ არტაანის მერი ფარუკ დემირი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჩეთინ დემირჯი, საკრებულოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობაზე და კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს, განიხილეს რეგიონებში არსებული ბიზნეს გარემო და ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ახალციხის ციხე დაათვალიერეს და ქალაქის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს და კულტურულ ტრადიციებს გაეცნენ.

+18

გააზიარე