ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

19 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მიხეილ იაძის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრი მძლეოსნობაში საზეიმო აღლუმით გაიხსნა.

ტურნირში ახალციხელ მძლეოსნებთან ერთად, ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან, ასევე მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობენ.

მძლეოსნები ერთმანეთს სხვადასხვა მანძილზე რბენაში, სიგრძეზე ხტომასა და ბირთვის კვრაში ეჯიბრებიან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების შეჯიბრი ამანათრბენში 4 X 100.

საერთაშორისო ტურნირი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიებას გულშემატკივრებთან ერთად, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან.

ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, გამარჯვებულებს სერთიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

გააზიარე