ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მერი ცხელების ცენტრში არსებულ ვითარებას გაეცნო

6 აპრილი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი ახალციხეში ცხელების ცენტრში არსებულ ვითარებას და დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ცხელების ცენტრებში იმ მოქალაქეებს მოათავსებენ, რომელთაც ტემპერატურა აღენიშნებათ. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი პაციენტებს ნიმუშს აუღებს, შესაბამის კვლევებს ჩაუტარებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

ცხელების ცენტრები შესაბამისი სამედიცინო აპარატურითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. ადგილზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა დაცული.

გააზიარე