ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

28 თებერვალი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივმა  მაცხოვრებლებმა  ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტეს, რას მოხმარდება  დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. საკონსულტაციო შეხვედრებზე  შერჩეული პრიორიტეტები  დასამტკიცებლად საკრებულოს   წარედგინება და  დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის  პროცედურები.

საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ოქმები წარმოდგენილია თანდართული ფაილების სახით.

გააზიარე