ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღებს ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ

29 ოქტომბერი, 2020

სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაღისთვის ჰიგიენური საშუალებები და ქაღალდის დისპანსერები იქნა შეძენილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში მჭიდრო თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადეს. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ლომიძემ აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მხარდაჭერა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გარდა ამისა, სადეზინფექციო ხსნარები, ჰიგიენური საშუალებები და ციფრული თერმომეტრები გადასცა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს გაეროს ბავშვთა ფონდმა. შედეგად, აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სწავლის უსაფრთხო გარემოში გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნული ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებებით საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში განხორციელდა. იგი საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაში მთავრობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

გააზიარე