ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია გალამაზდა

4 დეკემბერი, 2023

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ტურისტული და დასასვენებელი ადგილი, კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდა.

ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სხვადასხვა კომპოზიციებითა და დეკორაციებით გაალამაზეს

დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მოადგილეებმა - ილია ზარდიაშვილმა, ვაჟა გაჩეჩილაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ მოინახულეს და სამხატვრო სკოლის პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული მუშაობისათვის.

+15

გააზიარე