ახალგაზრდებმა აგვისტოს ომსა და მის შედეგებზე იმსჯელეს
დღეს, ახალგაზრდული პროგრამის "მუნიციპალიტეტის მოხალისის“ მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის -„ I G U” -ს (International girls union) ინიციატივით, აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს ღონისძიება მიეძღვნა. გაიმართა სპეციალურად ღონისძიებისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება.
ახალგაზრდებმა საქართველოს უახლესი ისტორიიდან უმძიმესი დღეები გაიხსენეს, თავიანთი ემოციები გამოხატეს 11 წლის განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე და ომის შედეგებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს კი გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს მომავალში, როგორ ქვეყანაში ისურვებდნენ ცხოვრებას.