ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ახალციხეს ეწვია

15 ივლისი, 2020

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ახალციხეს ეწვია

სააგენტოს წარმომადგენლები მხარის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს ,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს გურამ მელიქიძეს, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელს გიორგი მიქელაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც ამ მიმართულებითაა განსახორციელებელი, მათ შორის მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებული საკითხები.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით

გააზიარე