წითელი ჯვრის დახმარება მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისგან“ სასურსათო პაკეტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდათ.
ოჯახები მერიის სოციალური განყოფილების თანამშრომლებმა მოინახულეს და ამანათები გადასცეს.
არასამთავრობო სექტორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება ეტაპობრივად ხორციელდება.