ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

21 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს შეუერთდა.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, სამხატვრო სკოლის მოსწავლეების, ახალციხის ახალგაზრდული საბჭოსა და სტუდენტურის თვითმმართველობის წევრების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. მოწვეული სტუმრების განწყობაზე კი გასართობი ცენტრის „ბეიბი ბუმის“ ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნულ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

დაუნის სინდრომის მქონე პირებს 47 ქრომოსომა აქვთ, რაც განპირობებულია 21-ე ქრომოსომაზე დამატებით ერთი ქრომოსომის არსებობით, სწორედ ამიტომ არის 21 რიცხვი დაწესებული დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.

წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილია  - ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები.

 

+24

გააზიარე