ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დედის დღე

3 მარტი, 2022

დღეს, 3 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

 დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ დედებს, რომლებსაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოჯახებში პირადად მოინახულეს, საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს!

ბედნიერ დედობას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!

გააზიარე