ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო

9 დეკემბერი, 2020

COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო.

მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად ეთნიკურ უმცირესობებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგა.

ბროშურები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა, სადაც საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები და კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებია ასახული.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.

გააზიარე