ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გალა კონცერტი - „სხვა საქართველო სად არის“

13 ოქტომბერი, 2023

გალა კონცერტი - „სხვა საქართველო სად არის“

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქართული სიმღერის კონკურს -ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ გამარჯვებულებისა და ლაურეატების გალა კონცერტი გაიმართა.

მაყურებლის წინაშე, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა შემსრულებლები სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ ახალციხის სამუსიკო სკოლისა და ვალის სამრევლო სკოლის აღსაზრდელები. კონცერტის ბოლოს კი, ქართული ესტრადის მომღერალმა ირმა სოხაძემ, გამარჯვებულებთან ერთად იმღერა.

გალა კონცერტს ცნობილი ქართველი მუსიკოსები -ნუგზარ კვაშალი, ირმა სოხაძე, ია სუღლიაშვილი, გურამ ჯაიანი, ქეთი გაბისიანი, მიხეილ ზაქარიაშვილი, ქეთი თავშავაძე, ასევე, ქალაქის კულტურისა და ხელოვნების სფეროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონცერტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

+13

გააზიარე