ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გამწვანების აქცია ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღებში

31 მარტი, 2021

ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოებში გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს. გარემოსდაცვით აქტივობებში, უფროსებთან ერთად საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც მონაწილეობენ.

პატარებთან ერთად ნერგები, მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, მერის მოადგილეებმა ალექსი ზედგინიძემ და რუბენ კარაპეტიანმა, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა დარგეს.

გამწვანების აქციის ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოებში კატალპის, ცაცხვის, ნეკერჩხლისებრთა ოჯახიდან დიადი ბოყვის და კედრის 255 ძირი ხე-მცენარე ირგვება. ნერგები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ინიციატივით იქნა შეძენილი.

გააზიარე