ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს ფორუმი

21 იანვარი, 2022

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს ფორუმის ფარგლებში, დღეს ონლაინ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი დაესწრო.

შეხვედრის მთავარ თემებს წარმოადგენდა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში, გამჭვირვალობა და ღია მონაცემები, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, სოციალური მიმართულება, უსაფრთხო გარემოს შექმნა და სხვა.

გაიმართა თემატური პრეზენტაციები, ყურადღება დაეთმო ღია მმართველობა- საქართველოს 2022-2023 წწ. სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, დასასრულს კი მონაწილეები სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. 

გააზიარე