ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გოგონები და ვაჟები, ერთმანეთს ბადმინტონში შეეჯიბრნენ

20 ნოემბერი, 2023

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, გოგონები და ვაჟები, ერთმანეთს ბადმინტონში შეეჯიბრნენ.

ვაჟებში პირველი ადგილი ქალაქ ახალციხის № 6 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე ახალციხის №1 საჯარო სკოლა გავიდა.

გოგონებში პირველი ადგილის მფლობელი №1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი №2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებულ გუნდებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, შესაბამისი ხარისხის მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

პირველ ადგილზე გასული გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

გააზიარე