ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გურამ მელიქიძე საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესს გაეცნო

13 ოქტომბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას და აღსაზრდელთა მიღების პროცესს მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაღში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული ყველა რეკომენდაცია.

საბავშვო ბაღები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი, გამოყოფილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების მქონე აღსაზრდელები დროებით განთავსდებიან.

გურამ მელიქიძემ პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გააზიარე