ივლიტაში გარე განათების სისტემა ეწყობა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელში გარე განათების სისტემა ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ ივლიტის მაცხოვრებლები ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.