ქალაქ ახალციხეს ორი ახალი სკვერი შეემატა
ქალაქ ახალციხეს ორი ახალი სკვერი შეემატა
კოსტავას ქუჩაზე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ატრაქციონი, ქვაფენილი, ბორდიურები, საჩრდილობელი, ლედ-განათებები, მწვანე გაზონი, საყრდენი კედელი, ტერიტორიაზე განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები.
ახალ სკვერებში დაირგო ახალი მწვანე ნარგავებიც.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.