ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კლდესა და წნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება

19 ივნისი, 2019

სოფლებში კლდესა და წნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ კლდეში მოსახლეობის გადაწყვეტილებით მგზავრთა მოსაცდელები შენდება, სოფელ წნისში კი მდინარე მტკვარზე გადასასვლელ ხიდს უტარდება რეაბილიტაცია, რომლის საშუალებით ადგილობრივები საძოვრებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავშირდებიან. 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები. 

გააზიარე