ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“

5 May, 2022

დღეს, ახალციხის მუსიკალურ სკოლაში, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ფარგლებში, ახალციხეში მცხოვრები ნიჭიერი მოზარდებისთვის მასტერკლასი და შესარჩევი ტური ჩატარდა.

მასტერკლასს ცნობილი მუსიკოსი, ანსამბლ „ფორტეს“ ხელმძღვანელი ნუცა ჯანელიძე, პროექტის დირექტორი მაია ჯამალაშვილი და ფესტივალის თანადამფუძნებელი გიორგი ფხაკაძე უძღვებოდნენ.

კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ ააიპ „დემოსის“ ინიციატივით მე-5 წელია იმართება ქალაქ მარნეულში. ფესტივალის მიზანია, როგორც ქართული სიმღერის და კულტურის პოპულარიზაცია, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენაა.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, სამუსიკო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

+6

 

გააზიარე