ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში მუნიციპალური თამაშები გაიმართა

13 ნოემბერი, 2023

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში მუნიციპალური თამაშები გაიმართა.

კალათბურთში, ვაჟებში პირველ ადგილზე ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილის მფლობელი №2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

მაგიდის ჩოგბურთში ვაჟებს შორის თამაშებში პირველ ადგილზე საძელის სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი მუსხის სკოლის გუნდმა დაიკავა.

გოგონებში მუსხის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, მერე ადგილზე ქალაქ ახალციხის №3 სკოლის გუნდი გავიდა.

გამარჯვებულ გუნდებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, შესაბამისი ხარისხის მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

პირველ ადგილზე გასული გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

+5

გააზიარე