ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა

15 მარტი, 2024

ახალციხის სასპორტო სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთში მოყვარულთა შორის შეჯიბრი გაიმართა.

ტურნირში 18 წლის ასაკის ზემოთ მამაკაცები მონაწილეობდნენ და გამოვლინდნენ შეჯიბრის გამარჯვებულები. პირველი ადგილი ლევონ ავაკიანმა დაიკავა, მეორე ადგილზე კონსტანტინე ტეფნაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მკრტიჩ კოსიანი გახდა.

საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელებით, მედლებითა და ფულადი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრი მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

+4 

გააზიარე