ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მოსახლეობის საყურადღებოდ !!!

3 ივლისი, 2020

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზის (400 კვ.) „ახალციხე - თორთუმისმშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი.

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზის (400 კვ.) „ახალციხე - თორთუმის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია.

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახალციხისა და ადიგენის  მუნიციპალიტეტები.

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2020 წელის 16 ივლისი, 12:00 საათი, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის ეზო. 
2020 წელის 16 ივლისი, 16:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის ეზო. 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ადიგენისა და ახალციხის ადმინისტრაციული ერთეულების შენობების ეზოებში (ღია სივრცეში). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის     უფლება   აქვს         საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 5 აგვისტომდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

 

გააზიარე