ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლობასთან შეხვდრები გრძელდება

13 მარტი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.

დასახლებების საერთო კრებები გაიმართა სოფლებში გურკელში, წინუბანში, აგარაში, საყუნეთში და ზიკილიაში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი ლარი გამოეყო, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში თანადაფინანსების სახით ამ ეტაპზე 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე