ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლობასთან შეხვდრები გრძელდება

14 მარტი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართა სოფლებში გიორგიწმინდაში, ფერსაში, მუგარეთში, კლედეში და წნისში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მოადგილე საბა კბილაშვილი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნოდარი ტალახაძე, ფრაქციის თავმჯდომარე ბესიკ ბლიაძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი ლარი გამოეყო, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში თანადაფინანსების სახით ამ ეტაპზე 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე