ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუგარეთში ახალგაზრული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ მუგარეთში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით ახალგაზრულ ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი შენობაში შესასვლელი კიბის რეაბილიტაციას და ოთახების კოსმეტიკურ რემონტს ითვალისწინებს.

სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალგაზრდული ცენტრებისა და კულტურის სახლების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დღეისათვის მუნიციპალიტეტში 3 კულტურის სახლი და 12 ახალგაზრდული ცენტრია.

გააზიარე