ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის სათემო კოალიციის სამუშაო შეხვედრა

4 ოქტომბერი, 2023

ქალაქ ახალციხეში, მუნიციპალიტეტის სათემო კოალიციის „ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კოალიციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. სამომავლო გეგმები დასახეს და ჩასატარებელი ახალგაზრდული ღონისძიების შესახებ იმსჯელეს.

სათემო კოალიციის შემადგენლობაში მერიის თანამშრომლები, ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.

ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით და საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,ბემონთან“ თანამშრომლობით, ,,სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება უსაფრთხო დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

+6

გააზიარე