ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

9 მარტი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

დღეს, 9 მარტს დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა სოფლებში თისელში, ტყემლანასა და აწყურში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი, ვაჟა გაჩეჩილაძე, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი ლარი გამოეყო, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში თანადაფინანსების სახით ამ ეტაპზე 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

მოსახლეობასთან შეხვედრები 9-დან 25 მარტის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება. მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე