ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება

1 May, 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათებისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგების მორიგი ეტაპი დაიწყო.

საქველმოქმედო ღონისძიებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სხვადასხვა ბიზნესკომპანია და ინდივიდუალური მეწარმეა ჩართული. მათ შორის, კომპანიების - შპს „თენგო 2000“-ის, შპს „არალის“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“-ის, შპს „ასტორიას“, შპს ,,გაბიონი 2000“-ის, შპს „მელიზას“, შპს „მშენებელი 2004“-ის, ბიზნესმენების მერაბ სურმანიძის, ვახტანგ სურმანიძის და სხვების თანადგომით, დახმარებას ამ ეტაპზე 700-ზე მეტი შეჭირვებული, უსახსროდ დარჩენილი და მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.

ამანათების დარიგების პროცესში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, ქალაქ ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, მერიის სოციალური და სხვა სამსახურების თანამშრომლები არიან ჩართულები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის საკვები პროდუქტების დარიგებას რამდენიმე კვირაა ეტაპობრივად ახორციელებს.

გააზიარე