ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფეხბურთში მუნიციპალური თამაშები გაიმართა

30 ოქტომბერი, 2023

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები მიმდინარეობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, გოგონები და ვაჟები, ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრნენ.

ვაჟებში პირველ ადგილზე ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

გოგონებში პირველი ადგილის მფლობელი №1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი ურავლის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებულ გუნდებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, შესაბამისი ხარისხის მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

პირველ ადგილზე გასული გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

+10

გააზიარე