ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფონდ "ტასოს" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

12 ოქტომბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ფონდ „ტასოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ფონდის წარმომადგენლებმა და თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა სამიზნე სოფლებში სვირსა და ბოგაში ჩატარებული საჭიროებების და პრიორიტეტების კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინეს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა გამოვლენილი საჭიროებების მოგვარების გზებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პროგრამები და პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. გამოვლენილი საჭიროებები კი ეტაპობრივად ისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

+6

გააზიარე