პრევენციული ღონისძიებები ურავლის ხეობაში
ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობები ნაშალი და მოძრავი ქვებისგან გაიწმინდა.
კლდოვან ფერდობებზე მოძრავი ქვების ჩამოშლა-ჩამოსუფთავების სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარდა.
ურავლის ხეობაში მსგავსი სახის პრევენციულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით პერიოდულად ახორციელებს.