ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი

28 ივლისი, 2020

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდება, ეწყობა საყრდენი კედელი და სამანქანო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს, მერის მოადგილეები ალექსი ზედგინიძე და რუბენ კარაპეტიანი ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, II ეტაპის ფარგლებში 250 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და ღობეები მოეწყო. ხოლო, მიმდინარე III ეტაპის სამუშაოებით მთლიანად დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე