ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იწყებს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის მორიგ რაუნდს.

19 ოქტომბერი, 2020

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იწყებს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის მორიგ რაუნდს.

პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით მოხდება პირველადი განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებ გვერდის საშუალებით enterprise.gov.ge ან programs.gov.ge.

სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირებას.

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ჯერ არ მიუღია, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც 2015-2018 წლებში უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაში.

პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია 40 მილიონ ლარამდე, ხოლო გრანტის მაქსიმალურ თანხა 30,000 ლარამდე.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა 20%-ის ნაცვლად გახდა 10%, მაღალმთიან რეგიონებში კი 5%. ასევე განსხვავებულად განისაზღვრა თანამონაწილეობის წილი პროგრამის არსებული ბენეფიციარებისთვის, მოთხოვნილი თანხის 25%, ხოლო მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში 15%.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დადგენილებით განსაზღვრული ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დადგენილების დანართი.

გააზიარე