ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საჭიროებათა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

11 ოქტომბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკისა და სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, მოწყვლადი სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიშის წარდგენას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ათეა“-ს (NALAG), საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე სამუშაო და ფოკუს ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გახსნა. მან კვლევის მნიშვნელობაზე და სამომავლოდ, გამოკვეთილი საჭიროებების მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ასახვაზე გააკეთა აქცენტი.

მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა დეტალურად ისაუბრა პროექტის განხორციელების ეტაპებზე, ძირითად საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე.

კვლევის პრეზენტაცია აუდიტორიას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ კაპანაძემ წარუდგინა.

კვლევა ახალციხის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა და 47 დასახლება მოიცვა. საჭიროებათა კვლევა 5 მიმართულებით წარიმართა, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები, მოხუცებული/მხცოვანი პირები, ღარიბი ოჯახები და სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ გამოსული პირებია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოკვეთილი საჭიროებები ეტაპობრივად აისახება მუნიციპალურ პროგრამებში.

მიმდინარე წელს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას - „ათეა“-ს (NALAG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში კი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით განხორციელდა ინიციატივა „სოციალური სერვისების მონაწილეობითი დაგეგმვის დანერგვა საქართველოს სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში -ახალციხის , დუშეთის და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში“.

+9

გააზიარე