საერთო კრებების ჩატარება გრძელდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.
წყორძის, ანდრიაწმინდის და ანდის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:
▫სოფელი წყორძა - სარწყავი სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია;
▫სოფელი ანდრიაწმინდა - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და წყლის გამანაწილებლის მოწყობა უჟანგავი ლითონით;
▫სოფელი ანდა - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და წყლის გამანაწილებლის მოწყობა უჟანგავი ლითონით;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.