ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

22 ნოემბერი, 2023

ქალაქ ახალციხეში, ხანძთელის, მთაწმინდელის და თამარაშვილის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გზის 875 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოასფალტდება ეზოები, მოეწყობა მიერთებები, საკანალიზაციო ჭები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკები, ბაზალტის ბორდიურები, შემზღუდავი მოაჯირები და მოხდება საგზაო მონიშვნა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და მათთვის გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

გააზიარე