ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

27 ნოემბერი, 2023

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისის“ პროგრამაში ჩართულმა ახალგაზრდებმა თანატოლებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ეკოლოგიის საკითხებს მიეძღვნა და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. მონაწილეებმა იმსჯელეს ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გუნდური შეჯიბრი, სადაც ახალგაზრდებს მიღებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და მონაწილეებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

შეხვედრის ბოლოს გარემოს დაცვის თემატიკაზე ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა.

+3

გააზიარე