ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

30 ნოემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოფელ აწყურში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენლები, ადგილობრივებს ქალთა მიმართ ძალადობაზე და ამ მიმართულებით არსებულს საკანონმდებლო რეგულაციებზე ესაუბრნენ. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დამსწრეებს თემატური მასალები დაურიგდათ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

+3 

გააზიარე